1.პროექტის სახელწოდება
რამუსიკალურ ინფორმაციას მალავს ეგვიპტის პირამიდები
2.პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებს გავაცნოთ ეგვიპტის უძველესი ცივილიზაცია,რამდენად აქტუალური იყო ამ ცივილიზაციაშიმუსიკის როლი.
3.პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გაიფართოონ ცოდნის თვალსაწიერი, გაიღრმავონ ცოდნა ორ საგანში: მუსიკასა და ისტორიაში. ისტორიულ ასპექტში აღიქვან ხელოვნების, კერძოდ მუსიკის როლი და მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარებაში
4. პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია დაეუფლონ მოძიებული ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით გადმოცემას, დახარისხებას,გაფილტვრას. ჩასწვდნენ კაცობრიობის იმ დიდ საიდუმლოს, რასაც ეგვიპტის პირამიდები ჰქვია. გაეცნონ იმ დროის მუსიკალურ ტრადიციებსა საკრავებს, რომელიც მოწოდებულია კედლის მხატვრობისა და ჩანაწერების სახით(კერძოდ ჩანაწერები პაპირუსზე ქვებზე)
5. მონაწილეთა ასაკი
13 წელი
6. ვადები
4საგაკვეთილო საათი
7.მოსალოდნელი შედეგები
ის ცოდნა, რასაც მიიღებენ მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას.
შეიქმნება კედლის გაზეთი.
მარტივად დაამზადებენ იმ დროის ინსტრუმენტებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტო და ვიდეო მასალა, სახელმძღვანელო, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა
რამოდენიმე თემიდან შეირჩა ერთ-ერთი. მოხდა ამ თემის ირგვლივ საუბარი.თემა დაიყო ნაწილებად, კლასი კი ჯგუფებად. თემა გადანაწილდა ჯგუფებში.
თითოეულმა ჯგუფმა შეიმუშავა სამუშაო გეგმა. მიეცათ ვადა ინფორმაციის მოსაძიებლად. შემდეგ გაკვეთილებზე მოხდა ამ ინფორმაციის დახარისხება,გაფილტვრა,პრეზენტაციისთვის მომზადება. ყველა მოსწავლეს გადაუნაწილდა ფუნქციები.
ბოლოს პრეზენტაცია დაკედლის გაზეთის გამოშვება.
10.საგნებთან კავშირი
ისტორიასთან. მოსწავლეები გაეცნობიან ამ ქვეყნის ისტორიულ წარსულს.
11.პროექტის ხელმძღვანელი
მუსიკის პედაგოგი რუსუდან ბერიძე
12.ხელმძრვანელის ელ.ფოსტა beridzerusiko@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი
beridzerusiko.blogspot.com
No comments:
Post a Comment